აბუსერიძე: სვანიძე რამდენიმე კლუბის პრეზიდენტია და არა რაგბის კავშირის

0
26

ყველასთვის საამაყო და ვაჟკაცური სპორტის სახეობა, რომლითაც ქართველი ხალხი წლებია ამაყობს, რთულ მდგომარეობაშია. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც იანვარში უნდა გამართულიყო, უკვე მეორედ გადაიდო. მიზეზი კვორუმის არარსებობაა. საარჩევნო ყრილობის ჩასატარებლად დელეგატთა 2/3 უნდა დარეგისტრირებულიყო, მაგრამ ზოგიერთმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

მათი განცხადებით, რაგბის კავშირის მოქმედმა ხელმძღვანელობამ ჯერ სკანდალურ აუდიტის დასვნაზე უნდა გასცეს პასუხები და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სამართლიან არჩევნებზე საუბარი.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს, ყოფილ მორაგბესა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ირაკი აბუსერიძეს დავუკავშირდით.

-ის განცხადებები, რასაც გოჩა სვანიძე  და მისი მხარდამჭერი დელეგატები აკეთებენ, არის მათი რეალური სახე. ჩვენ უარი განვაცხადეთ არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან ამ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც უნდა დავსხდეთ და  შიგნით ვისაუბროთ. ეს ყველა დეტალი ჯერ სარაგბო ოჯახმა უნდა გავიაროთ, რომ არ მოხდეს ქართული სარაგბო თემის ორად გაყოფა, რაც ირაკლი აბუსერიძეს, გოჩა სვანიძესა და ბაჩო ხურციძეს კი არა, ქართული რაგბის მომავალს დააზიანებს. 

გაკეთებული განცხადება, რომ მე ქართული ოცნების დეპუტატი ვარ და მმართველი პარტია მეხმარება, სიმართლე რომ იყოს, აქამდე გამარჯვებული ვიქნებოდი და მაგას ის 46 ხმაც არ ექნებოდა. 

მე პირადად ვარ მომსწრე, როდესაც თემურ ბენდიაშვილმა მთავრობას სთხოვა ლოკომოტივის დახმარება, რომ გუნდს „კონტინენტის ფარზე” ეასპარეზა.  მთავრობას არ ჰქონდა უფლება პირდაპირ კლუბისთვის ჩაერიცხა თანხა და 150 00 ლარი ჩაურიცხა რაგბის კავშირს, მაგრამ კავშირის წინადადება იყო შემდეგი:მაშინ რა ვუთხრათ სხვა კლუბებს?! საქართველოს ჩემპიონი ევროპულ ტურნირზე რომ გადის სათამაშოდ, ასეთი დონის გუნდებს ტოლსწორად ეთამაშება, ამაზე დიდი პრესტიჟი რა არის ქართული რაგბისთვის? 

მის კომენტარს ვუპასუხებ – ბენდიაშვილი კი არა, თვითონ დაბერდა და ვერ ხვდება, რა ხდება. 

რაგბის კავშირისა და ლოკომოტივს შორის უთანხმოება ახლა არ დაწყებულა. 2016 წლის არჩევნებშიც ამ კლუბს გოჩა სვანიძის საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდა. 

პირდაპირ ვიტყვი, გოჩა სვანიძე არის რამდენიმე კლუბის პრეზიდენტი და არა რაგბის კავშირის, – ამბობს ირაკლი აბუსერიძე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ