ამერიკამ მსოფლიო დაამარცხა ! (VIDEO)

0
9

NBA-ში უკვე დაიწყო All Star Weekend. პირველ დღეს ერთმანეთს, ტრადიციულად, მსოფლიოსა და ამერიკის ამომავალი ვარსკვლავები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ამერიკელ ახალგაზრდებს დარჩათ, რომლებმაც 20 ქულით, 151-131 ანგარიშით დაამარცხეს მსოფლიოს ნაკრები.

მატჩის MVP მოულოდნელად შარლოტ ჰორნეტსის ახალგაზრდა ფორვარდი, მაილს ბრიჯისი გახდა. მან 20 წუთში 20 ქულა (66.7%), 5 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

მატჩში მონაწილეობა მიიღეს სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებმაც.

  • არჯეი ბარეტი – 27 ქულა (64.7%), 6 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა
  • ლუკა დონჩიჩი – 16 ქულა (54.5%), 2 მოხსნა, 5 პასი
  • ზაიონ ვილიამსონი – 14 ქულა (63.6%), 2 მოხსნა, 1 პასი
  • ჯა მორანტი – 10 ქულა (55.6%), 5 მოხსნა, 6 პასი
  • ტრეი იანგი – 18 ქულა (53.8%), 4 მოხსნა, 7 პასი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ