ანანიძის მოსკოვური ვოიაჟი სრულდება

0
6

ჯანო ანანიძის 11-წლიანი მოსკოვური თავგადასავალი სრულდება.  რუსულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა ნახევარმცვალმა სპარტაკთან კონტრაქტი შეწყვიტა.

სად გააგრძელებს ჯანო კარიერას, ჯერჯერობით უცნობია. კვიპროსულ მედიას თუ ვენდობით, მისი   გადაბირებით ფამაგუსტას ანორთოსისია დაინტერესებული. შეგახსენებთ, ანორთოსისს საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია წვრთნის და ამას პლიუს, კვიპროსული გუნდის რიგებში: გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა ირჯებიან.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ