ანა აბაშიძე: ნელი ბასილაშვილების სახლში ნიკას თხოვნით მივიდა

14
567

საქართველოს პირველ და მსოფლიოს 27-ე ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ძალადობას ედავებიან. საქართველოს პირველ ჩოგანს საქალაქო სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ამ თემასთან დაკავშირებით 90wuti.ge  ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის უფლებადამცველს ანა აბაშიძეს ესაუბრა.

“ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში მივიდა თავად ნიკოლოზის თხოვნით, რადგან ბატონმა ნიკოლოზმა თავისი შვილი წამოიყვანა ეზოდან და მას  სჭირდებოდა გამოსაცლელი ტანსაცმელი. ნიკოლოზის ზარის შემდეგ,  ქალბატონი ნელი მივიდა მასთან სახლში და მიუტანა ბავშვს ტანსაცმელი რა დროსაც დაიწყო დაპირისპირება და გვაქვს ამის ვიდეომტკიცებულებებიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ბავშვის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობს ნელიზე. 

ნიკოლოზის მამის მხრიდან რაიმე იარაღით გამოკიდება, ამას თავად ნელი ამბობს და ჩვენ ამაზე ვერაფერს ვიტყვით და ნიკოლოზის მამის მისამართით მტკიცდმებულები არც გვაქვს.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო თქვენი კოლეგის მაგდა კლდიაშვილის კომენტარებს, რომლებშიც იგი უსაფუძვლო საკითხებში ადანაშაულებს ნელი დოროყაშვილს. ეს არის დიდი ტყუილი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ყოფილი მეუღლისგან სოლიდურ თანხას იღებდა პირადი საიდუმლოს გაუთქმელობისთვის. მინდა მოვუწოდო ქალბატონ მაგდას, რომ თავი შეიკავოს უსაფუძვლო კომენტარებისგან. მითუმეტეს ჟურნალისტია.

აქვე, გეტყვით რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან მის ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ფაქტი აქამდეც გამოვლენილა.

ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლის დასადგენად. -ამბობს ანა აბაშიძე.

14 კომენტარი

  1. ნიკა გვეამაყები. გაუძელი ამ გაიძვერობას. მთელი საქართველო შენსგვერდითაა

  2. Знаете ли вы?
    В игре про выгорание отражён печальный личный опыт главного разработчика.
    Кустурица пропустил получение «Золотой ветви» в Каннах, так как любит друзей больше, чем церемонии награждения.
    Врач на карантине спел созданную для фильма песню Высоцкого «Давно смолкли залпы орудий».
    На идеологию национал-социализма оказали влияние русские эмигранты.
    Русские мечтали о шапке-невидимке, а древние греки — о кольце невидимости.

    http://arbeca.net

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ