არჩილ ბერიძე: ევროსარბიელის მატჩებს ახალ სტადიონზე ჩავატარებთ

1
338

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეხბურთი ბრუნდება ნელ-ნელა. 25 ივნისს Crystalbet ეროვნული ლიგა იწყება, ოღონდ გათამაშება 4-ის ნაცვლად 2 წრედ ჩატარდება.

ჩემპიონატის  ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ბათუმის დინამოა, რომელიც მალე ახალ სტადიონზე ითამაშებს და ევროსარბიელისთვის გაძლიერებას გეგმავს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ბათუმის დინამოს პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს ვესაუბრეთ.

გუნდს  გაძლიერება, რა თქმა უნდა, სჭირდება და ამ თემაზე ვმუშაობთ კიდეც. რამდენიმე ფეხბურთელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, როგორც ქართველებთან, ასევე ლეგიონერებთან და მალე გაიგებთ ამის შესახებ. ჯერ მეტი კონკრეტულის თქმისგან თავს შევიკავებ. 

სტადიონზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, ევროსარბიელზე გასამართ შეხვედრებს ახალ სტადიონზე ვუმასპინძლებთ. უმაყურებლოდ იქნება თუ არა, ამაზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს.  როგორი რეკომენდაციაც იქნება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, ისე მოვიქცევით. 

ჯანო ანანიძის თემასთან დაკავშირებით სიახლე ისევ არაფერია.

 

1 კომენტარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ