არჩილ ბერიძე: ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას!

0
1273

ქართულ ფეხბურთში ამ ეტაპზე  მთავარი თემა არა ჩემპიონატის განახლება, არამედ ჯანო ანანიძის ტრანსფერია. თავდაპირველი ინფორმაციით, 27 წლის ქართველი ფეხბურთელი ბათუმის დინამოს უერთდებოდა, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ქართულმა სპორტულმა გამოცემამ ის თბილისის დინამოს დაუკავშირდა. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ბათუმის დინამოს მფლობელს არჩილ ბერიძეს ვესაუბრეთ.

– სპორტულ მედიას მინდა ვთხოვო, რომ ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ის კარგად გადაამოწმონ.  ამბავი იმის  შესახებ, რომ ჩვენ ჯანოსთან კონტრაქტზე ვერ შევთანხმდით და მან თბილისის დინამო არჩია, სიცრუეა. მოლაპარაკები  ფეხბურთელთან და მის აგენტთან გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. საუბარი გვაქვს 1.5-წლიან კონტრაქტზე. მეტ დეტალს ამ ეტაპზე ვერ გავასაჯაროვებ.
ჯანო შესაძლოა, სხვა კლუბთანაც აწარმოებდეს მოლაპარაკებებს, ამაზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და ამის შესახებ, ვერაფერს ვიტყბით. ისე კი, ძალიან კარგი და მისასალმებელი ფაქტია, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე ისე იწევს, რომ ქართულ კლუბრბს შორის, ნაკრების გამორჩეულ მოთამაშეებზე მიდის კონკურენცია. კარგი იქნება, თუ მხოლოდ დინამოებს შორის არ იქნება და მასში უმაღლესი დივიზიონის ათივე გუნდი ჩაერთვება.
– განაცხადა არჩილ ბერიძემ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ