არჩილ ბერიძე: ჯანოსთან უკვე ხელფასზეც შევთანხმდით

0
515

ბათუმის დინამოს მორიგი სუპერ ტრანსფერი. კლუბში, როგორც ჩანს, ძალიან დიდი ამბიციები აქვთ და სეზონის წინ, რამდენიმე სახელოვანი ლეგიონერის დამატების შემდეგ, არც ამ პაუზის დროს ჩერდებიან და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, ჯანო ანანიძეს იმატებენ.

ბათუმის დინამოს პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ  ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ფეხბურთელთან უკვე ჰონორარზეც შეთანხმდნენ და ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.

ფეხბურთელთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. ასევე, შევთანხმდით ხელფასზე, რომელსაც ის ჩვენს გუნდში თამაშისთვის მიიღებს.ასე რომ, ამ ტრანსფერის გაოფიციალურებას არაფერი უშლის ხელს. მეტ დეტალებს  ხვალ გაიგებთ. -განაცხადა არჩილ ბერიძემ

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ