არ შეიძლება ამათზე გადაიღოთ ფილმი?

0
47

ჩემი არცთუ დიდი ჟურნალისტური წარსულის განმავლობაში, არაერთი სპორტული სიახლე, ინტერვიუ, ბლოგი, ანალიტიკური მიმოხილვა და ა.შ. დამიწერია, მაგრამ ახლა რასაც დავწერ ამის დაწერაზე ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა მიბიძგა.

უპირვილეს ყოვლისა, გეტყვით, რომ არც ჰომოფობი ვარ, არც რასისტი და ძალოდობას არცერთ შემთხვევაში არ ვემხრობი. უბრალოდ, როგორც  ერთ ჩვეულებრივ ამ ქვეყნის შვილს მაინტერესებს. არ შეიძლება ფილმი გადავიღოთ ეთერ ლიპარტელიანზე?-პატარა სვანი გოგო, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა და გახდა პირველი ქართველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი.   ბევრი გულშემატკივრისთვის მუნდიალზე „ექსკურსიაზე” წასულ და მსოფლიო ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანზე. მსოფლიო ძიუდოში სახელგანთქმულ ქართველ პროფესორ ვარლამ ლიპარტელიანზე, რომელიც ოლიმპიური ვერცხლის მედლით, რომლის მოპოვებაზეც არაერთი სპორტსმენი ოცნებობს, ატირდა, რადგან თავის ქვეყანას დაპირებული ოქრო ვერ მოუტანა.

არ გიფიქრიათ ლაშა შავდათუაშვილზე, რომელმაც 20 წლის ასაკში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ირაკლი ცირეკიძეზე, რომელმაც 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, პეკინის ოლიმპიურ დარბაზში, რუსი ივან პერშინი ბეჭებზე გააკრა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

არ გიფიქრიათ ძალოსნობაში მსოფლიოში აღიარებულ რაფაელ ჩიმიშკიანზე, კახი კახიაშვილზე, გიორგი ასანიძეზე და პლანეტის უძლიერეს მამაკაც ლაშა ტალახაძეზე?

არ გიფიქრიათ ქართველ „ჰალკზე”, რომელიც  ყოველგვარი პირობების გარეშე მსოფლიოს ახალ მწვერვალებს იპყრობს და უამრავი სარფიანი შემოთავაზების მიუხედავად, საქართველოს არ ტოვებს.

არ შეგიძლიათ ფილმი გადაიღოთ მსოფლიო სპორტის დიდოსტატ ნონა გაფრინდაშვილზე? NBA ნებისმიერი კალათბურთელისთვის საოცნებო  ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულ ზაზა ფაჩულიაზე? ან გოგა ბითაძეზე, რომელიც 20 წლის ასაკში ინდიანა პეისერის ერთ-ერთი ლიდერია.

მცხეთელ ზაზა ნადირაძეზე, რომელიც ნათხოვარი ნავით ევროპის ჩემპიონი გახდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო. არ არის კარგი საჰოლივუდო ფილმის სიუჟეტი, თუ კარგი რეჟისორი თემას ვერ გაშლის? არ შეიძლება ფილმი გადავიღოთ, თბილისის დინამოს საკალათბურთო გუნდის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, რომლის ფინალშიც ქართულმა კლუბმა სახელოვანი მადრიდის რეალი დაამარცხა.

ვიქტორ სანაევზე, რომელმაც სპრინტში სამ ოლიმპიადაზე ოქრო, მეოთხეზე კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მიხეილ მესხზე, რომელმაც ბრაზილიაში „მარაკანაზე” ყოვლის მნახველი და ყველაფრის მცოდნე ბრაზილიელები გადარია.

ვიტალი დარასელიაზე. პატარა ოჩამჩირელ ბიჭზე, რომელიც 25 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან და ქართველ ხალხს ამხელა სიყვარული აჩუქა.

ან თუნდაც ლევან გორგაძეზე(ტოჩინოშინი), რომელმაც მთელი ქართველი ერი სუმოთი დაავადა და არნახულ წარმატებას მიაღწია.

კიდევ არაერთის ჩამოთვლა შეიძლება და ბოდიში თუ ვინმე გამომრჩა

დამიჯერეთ ძალადობას და არც უმცირესობის ჩაგვრას ვამართლებ, მაგრამ არც უმცირესობის მიერ ზედმეტად წარმოჩენა და მე ესეთი ვარ ან ისეთიც არ ვარგა. ამ დროს, ბევრი მართლა საამაყო და ღირსეული ქართველი, თუნდაც სპორტში და თუნდაც სხვა სფეროებში გვყავს, რომლებსაც ფილმი და დაფასება კი არა, ელემენტარული პირობებიც აქვს.

სპორტული ჟურნალისტი და უბრალოდ ჩემი სამშობლოს სიყვარულით გულანთებული, თქვენი მონა-მორჩილი ტატო ნიკურაძე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ