ასლან ბალაძე: ბათუმში „გავლით“ მოსული მოთამაშეები არ გვინდა!

0
698

ბოლო პერიოდში ქართულ ფეხბურთში ყველაზე გახმაურებული თემა ჯანო ანანიძის ტრანსფერია. თავიდან  ვრცელდებოდა ხმები, რომ  27 წლის, ერთ დროს ძალიან პერსპექტიული და იმედის მომცემი ქართველი ფეხბურთელი ბათუმის დინამოს შეუერთდებოდა, მაგრამ დღეს გავრცელებული ინფორმაციით ის თბილისის დინამოსთან გააფორმებს ხელშეკრულებას.

ამ თემასთან დაკავშირებით ბათუმის დინამოს სპორტულ  დირექტორს ასლან  ბალაძეს ვესაუბრეთ.

– გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული გვქონდა და ჯანო თბილისის დინამომ წაგვართვა, ტყუილია. ჯანოს ბავშვობიდან ვიცნობ. შეიძლება ითქვას, ჩემს თვალწინ გაიზარდა და დიდი სურვილი მქონდა ბათუმის დინამოში მეხილა, მაგრამ ჩვენ არავის არაფერს არ  ვაძელებთ. მოთამაშე სადაც უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, იქ წავა, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი.

ფინანსებზე აპელირება არასწორია. ბათუმის დინამის ხელმძღვანელიბაში არიან ადამიანები, რომლებსაც კლუბში გრძელვადიანი გეგმა აქვთ და ფინანსებსაც არ ზოგავენ ამისთვის. ასე რომ, ეს არაა მიზეზი. ჯანო პროფესიონალი გამოცდილი, მოთამაშეა.  ვფიქრობ მას კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში  და  ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს.

კონკრეტულად ჯანო ანანიძეზე არ  ვსაუბრობ, ნებისმიერ მოთამაშეს, ვისთანაც კონტრაქტს გავაფორმებთ, არ გვინდა იყოს მოკლევადიანი და მინიმუმ 1-2 წელი მაინც იყოს გუნდში. ესაა ჩვენი მწვრთნელისა და კლუბის ხელმძღვანელების პოზიცია. ძალიან დიდი და გრძელვადიანი გეგმები გვაქვს, 4- და 6-თვიანი კონტრაქტების გაფორმებას არ  ვაპირებთ.  ბათუმის დინამოში „გავლით“ მოსული მოთამაშეები არ გვინდა!  – განაცხადა ასლან ბალაძემ.

ახალი სტადიონი

ჩვენ უკვე მაისიდან ვგეგმავდით ახალ სტადიონზე მატჩების ჩატარებას, რადგან სტადიონი მზად არის საამისოდ,მაგრამ მსოფლიო პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ჩემპიონატის განახლების შემდეგ, დიდი ალბათობით ახალ სტადიონზე ვითამაშებთ. ჯერ არაფერია გარკვეული, მაგრამ ბათუმელი ქომაგი ამდენი ხანი ელოდა სტადიონს და ახალ სტადიონზე უმაყურებლოდ მატჩის გამართვა ძალიან სამწუხარო. მითუმეტეს, ჩვენი გუნდისთვის გულშემატკივარი ძალიან დიდი ძალაა.

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ