ბათუმის დინამომ მეკარე დაიმატა (VIDEO)

0
3575

ბათუმის დინამომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთი ტრანსფერი გააკეთა. აჭარლებმა ამჯერად უკრაინელი მეკარე, იჰორ ლევჩენკო დაიმატეს. 28 წლის მეკარე ბოლოს შვედურ კლუბ, ესკილსტუნაში, თამაშობდა.

მას ასევე აქვს ნათამაშები ზორიას შემადგენლობაში, როდესაც ეს კლუბი ევროპა ლიგაზე ასპარეზობდა. მან ითამაშა მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ და 5 სეივის გაკეთებაც შეძლო. ზორიამ ის მატჩი 0-2 დათმო.

ლევჩენკომ ესკილსტუნაში 17 მატჩი გამართა და 4-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ ზორიასა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩის მიმოხილვა, სადაც ლევჩენკომ რამდენიმე კარგი სეივი შემოგვთავაზა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ