ბასილაშვილი სკანდალში ეხვევა

0
97

ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ ZDF-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც მათი თქმით, სომხურმა მაფიამ, რომელიც პარიზშია დაფუძნებული, აქტიურად დაიწყო საჩოგბურთო მატჩების გაყალბება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. 135 ჩოგბურთელზე მეტი ამ საქმეში გარეულია და მათ სახელებს შორის ნიკოლოზ ბასილაშვილიც გამოჩნდა.

მათი თქმით, ATP-ის TOP 30-ის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც 3 ტურნირი აქვს მოგებული, აქტიურად ყიდის მატჩებს, ასეთი მოთამაშე კი სულ 5 გახლავთ, მათ შორის ერთ-ერთი ნიკოლოზ ბასილაშვილია.

საქმე არაა დიდ ფსონებთან, პირიქით, აქ სხვა სისტემა მოქმედებს. ერთ მატჩზე ერთდროულად იდება მცირე ფსონები ხშირად, რამაც ეს მაფია გამოააშკარავა და ინტერესი გამოიწვია. ყოველ ასეთ მატჩზე კი მოთამაშე ათიათასობით დოლარს იგებს.

“ამ მაფიის სტრუქტურა კარგად არის აწყობილი, მათ ჰყავთ ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ტოტალიზატორის ანგარიშებზე (ექაუნთებზე), სხვები, რომლებიც ფულზე აგებენ პასუხს და ასევე ხალხი, რომლებიც უშუალოდ ჩოგბურთელებთან ამყარებენ კონტაქტს.”აცხადებს ერიკ ბიშოფი.

რამდენიმე უცხოური გამოცემა უშუალოდ ნიკოლოზ ბასილაშვილს ადანაშაულებს მატჩის გაყიდვაში, რადგან ის ადრეც არის შემჩნეული მსგავს საქმიანობებში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ