ბაჩო ხურციძე: ამ უსამართლო პირობებშიც ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას!

0
724

ქართულ რაგბიში დაძაბული ვითარება და ურთიერთბრალდებები არც პანდემიის პირობებში წყდება და, სავარაუდოდ, არც შეწყდება. ჯერ კიდევ არაა ცნობილი, ბოლოს და ბოლოს, როდის ჩატარდება საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა, რომელიც უკვე ორჯერ გადაიდო.

პირველ შემთხვევაში რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების გადადების შესახებ, მეორედ კი კლუბების გარკვეულმა ნაწილმა და ორმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ და ბაჩო ხურციძემ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ბაჩო ხურციძის თქმით, საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო წესდებაში სერიოზული პრობლემებია, რამდენიმე კლუბს ხმები უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად აქვს დამატებული და არსებული წესდების საფუძველძე  სამართლიანი არჩევნების ჩატარება რთულია. მიუხედავად ამისა, იგი ჩვენთან საუბარშიც აღნიშნავს, რომ ეს არის ის მოცემულობა რაც ამ ეტაპზე  დგას და ამ პირობებშიც ბოლომდე აპირებს ბრძოლას.

ამ თემასთან დაკავშირებით რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს ბაჩო ხურციძეს ვესაუბრეთ. ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირში 2008 წლიდან მუშაობდა და მის სახელს არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება. იგი გახლდათ 2017 წლის 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის დირექტორი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა და მაღალი შეფასებაც მიიღო.

– ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია. რაგბის კავშირის საარჩევნო წესდება და კლუბებს შორის ხმების განაწილება სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს.  პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხმები არა სამართლიანად არის გადანაწილებული. იმ პირობებში, როდესაც ისეთ ტრადიციულ კლუბებს, როგორებიც ლოკომოტივი, აია, ლელო არიან ახლადშექმნილ კლუბებს და მათ ხმების იდენტური რაოდენობა არ უნდა ჰქონდეთ. 

ბატონ თემურ ბენდიაშვილს ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ  ამ საკითხში მის აზრს სრულად ვიზიარებ. 

რაც შეეხება ბატონი გოჩას განცხადებას იმის შესახებ, რომ მე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი რაგბის კავშირის თანამშრომელი და მაშინ რატომ არ მქონდა ამაზე საუბარი. მე რაგბის კავშირში ჩემს საქმეს ვაკეთებდი, თან საკმაოდ კარგად და საარჩევნო წესდება არ იყო ჩემი საქმე, მაგრამ ზედაპირულად რამდენჯერაც გადამივლია მისთვის თვალი, ბატონ გოჩასთან მის პრობლემურობაზე არაერთხელ მისაუბრია. 

მე ჩემი სიმართლითა და პროფესიონალიზმით მოვედი აქამდე და ამ წესდების პრიობებშიც ვაპირებ ბრძოლას, რადგან ეს რეალობა დგას დღეს და ჩემი მსოვლის შემთხვევაში ის აუცილებლად შეიცვლება. რა თქმა უნდა, ყველა არც მაშინ იქნება კმაყოფილი და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ობიექტური და ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის საჭიროა წინსვლისთვის. 

არ ვემხრობი ჩემი ოპონენტების აზრს, რომ საქართველოს ნაკრებს აუცილებლად უცხოელი მწვრთნელი სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში თუ ლევან მაისაშვილის მწვრთნელობის პერიოდში საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი და შედეგი სინთეზირებულად კარგი იქნება და გუნდს კარგი შედეგები ექნება, მაშინ მანდამაინც უცხოელი მწვრთნელი რატომ უნდა ვეძიოთ? 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ