ბახვა კობახიძე: მხოლოდ აბუსერიძეს შეუძლია ქართული რაგბის კრიზისიდან გამოყვანა

1
781

ქართულ რაგბიში წინასაარჩევნო ტემპერატურა უფრო და უფრო იმატებს. კანდიდატების მხარდამჭერთა ვიდეოები და ურთიერთბრალდებები „კორონა ვირუსივით” ვრცელდება.

საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში უნდა ჩატარებულიყო, ორჯერ ჩაიშალა და შესაძლოა ისევ გადაიდოს.

ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართული რაგბის განვითარებისა და პრობლემების შესახებ გასულ წლებში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამორჩეულ მორაგბეს, ბახვა კობახიძეს ვესაუბრეთ, რომელიც  ბათუმთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, წლეულს კი რუმინულ დინამოში გადაბარგდა. მისი თქმით, ქართული რაგბი სერიოზულ რეგრესს განიცდის და ამ კრიზისიდან გამოსავლის პოვნა მხოლოდ ირაკლი აბუსერიძეს და მის გუნდს შეუძლია.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის  დიდი 10-ის დონე საგრძნობლად დაეცა. კლუბებს ფინანსები არ აქვთ, რომ მოთამაშეები შეინარჩუნონ. ყველა უცხოეთში ეძებს კლუბს და ისეთ ქვეყნებში მიდიან, როგორებიც რუმინეთი და რუსეთია, რადგან მათ გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი აქვთ. 

რუმინეთში საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია. აქაურ გუნდებს ბევრი კუნძულელი ლეგიონერი ჩამოჰყავთ. ასევე, ისინი სისტემატურად თამაშობენ ევრო ასპარეზზე. ქართული კლუბებისა და დიდი 10-ის დონის გასაზრდელად აუცილებელია ჩვენმა გუნდებმაც ითამაშონ ევრო ტურნირებზე. 

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ამ 4 წლის განმავლობაში, ფაქტია, ქართული რაგბი წინ არ წასულა. შვიდკაცა ნაკრებში სავალალო შედეგია. 2017 წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს გარეშე ჩატარდა. ცვლილებებია საჭირო. ძალიან ბევრი რამ არასწორად იმართება კავშირში და აუდიტის დასკვნაზეც პასუხია გასაცემი.

ირაკლი აბუსერიძემ და მისმა გუნდმა კარგად იციან, რა გამოწვევების წინაშეც დგას დღეს ქართული რაგბი, მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ კრიზისის დაძლევა და დარწმუნებული ვარ, ისინი ქართულ რაგბს სხვა სიმაღლეზე აიყვანენ.

საარჩევნო ხმების გადანაწილებაზეც გეტყვით ორ სიტყვას. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ზესტაფონის არწივების არსებობა საერთოდ არც ვიცოდი და გასაკვირია ამ გუნდს საქართველოს ჩემპიონ ბათუმზე მეტი ხმა რომ აქვს,“ – აღნიშნა ბახვა კობახიძემ.

1 კომენტარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ