ბელორუსის ნაკრებს კაპიტანი დაუშავდა

0
94

ბელორუსის ნაკრებმა, რომელიც ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ფლეი ოფის მატჩისთვის მზადებას იწყებს, 26 მარტის მატჩამდე სერიოზული დარტყმა მიიღო. ბელორუსის ნაკრებისა და რუსული კრასნოდარის კაპიტანი ალეკსანდრ მარტინოვიჩი ტრავმირებულია და, დიდი ალბათობით, ერთა ლიგის მატჩისთვის რეაბილიტაციას ვერ მოასწრებს.

ბელორუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მიხაილ მარხელის, ვარაუდით, ალეკსანდრ მარტინოვიჩს შვიდი კვირა გაუცდება. დაზიანების ხარისხზე კიდევ უფრო ზუსტ სურათს დამატებითი გამოკვლევა აჩვენებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ