ბითაძეს G League-შიც გაუჭირდა..

0
10

გოგა ბითაძემ G League-ში კიდევ ერთი შეხვედრა გამართა, ამჯერად ფორტ ვეინი რედ ქლოუსს შეხვდა და 4 ქულით დამარცხდა (123-119).

არც თუ ისე კარგი მატჩი ჰქონდა გოგა ბითაძეს, 38 წუთში მის ანგარიშზე მხოლოდ 13 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი იყო. გოგამ 19-დან 6 ბურთი მოათავსა კალათში, 6 სამქულიანიდან კი მხოლოდ 1 აღმოჩნდა ზუსტი. გოგამ ასევე 2 დაფარების შესრულება მოახერხა და 1-ხელ დაკარგა ბურთი.

ფორტ ვეინი ხვალ გამთენიისას კიდევ ერთ მატჩს გამართავს, ბითაძე სავარაუდოდ კვლავ G League-ში დარჩება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ