ბითაძე ვერ ითამაშებს – მიზეზი?

0
6

გოგა ბითაძე ინდიანას დახმარებას უახლოეს შეხვედრაში ვერ შეძლებს და საერთოდ,

უცნობია თუ როდის დაუბრუნდება მოედანს. ამის მიზეზი ტვინის შერყევაა, რომელიც ქართველმა მოთამაშემ ბოლო მატჩში ვაშინგტონთან მიიღო, როდესაც თავში მეტოქის იდაყვი მოხვდა.

ქართველი ცენტრი რეგულარულ სეზონში ახალბედის პირობაზე მშვენივრად ასპარეზობს და მისი საშუალო სტატისტიკა 18 წუთში 6.7 ქულა, 5 მოხსნა, 1.5 გადაცემა და 2.2 ბლოკს უტოლდება.

გოგა ბითაძემ NBA-ში უკვე მოასწრო და გააკეთა ერთი ორმაგი დუბლი – კლივლენდთან მატჩში.

და ბოლოს ვთქვათ, რომ ინდიანა და დეტროიტი უკვე მესამედ ხვდებიან ერთმანეთს და წინა ორი გამარჯვება დეტროიტს დარჩა.

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ