ბითაძე G League-ში იასპარეზებს

0
23

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე, გაურკვეველი ვადით G League-ში, კერძოდ, კი ფორტ ვეინში იასპარეზებს.

ქართველი ცენტრი ბოლო პერიოდში ძალიან ცოტა სათამაშო დროს იღებდა, 27 ნოემბრის შემდეგ მას არცერთხელ არ უთამაშია 10 წუთზე მეტი, შესაბამისად, ინდიანამ მისი ქვედა ლიგაში გაშვება და იქ შანსის მიცემა გადაწყვიტა.

ფორტ ვეინი დღეს ერი ბაიჰოუკსს დაუპირისპირდება, ამ თამაშში მონაწილეობას კი მიიღებს გოგა ბითაძე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ