ბითაძის მორიგი შესანიშნავი მატჩი G League-ში

0
13

დღეს გამთენიისას, გოგა ბითაძემ კიდევ ერთი შეხვედრა გამართა G League-ში და ამჯერადაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 45 წუთი გაატარა, ამ პერიოდში მან 25 ქულის, 20 მოხსნის, 4 პასის, 8 ბლოკის და 2 ჩაჭრის მოგროვება შეძლო ! გოგამ 19-დან 10 სროლის გამოყენება შეძლო, პერიმეტრიდან კი 4-დან 1 ბურთი მოათავსა კალათში.

გოგას შესანიშნავი მატჩის მიუხედავად, მისი ფორტ ვეინი მაინც დამარცხდა ვინდი სიტის ბულსთან, ანგარიშით 112-120.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ