„ბოლო ჟამი“ | ფერერო ალყაში მოაქციეს…

0
16

საფეხბურთო კლუბ სამპდორიას პრეზიდენტს, მასიმო ფერეროს მძიმე პერიოდი დაუდგა. მისი გუნდი 2 ტურის შემდეგ, სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილს იკავებს.

გენუელი გულშემატკივრები არსებული სიტუაციით უკმაყოფილოები არიან და ფერეროს მოსვენებას არ აძლევენ. ისინი მოითხოვენ, რომ მან გუნდი გაყიდოს.

იტალიური მედია წერს, რომ მასიმო ერთ-ერთ რესტორანში სადილობდა, როდესაც ქომაგებმა ალყა შემოარტყეს.

დაცვის წევრების თქმით, ულტრასები აგრესიულები იყვნენ და ფერეროსთა შეხვედრა სურდათ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ