გაბრიელ რამოსი ტორპედოში ითამაშებს (VIDEO)

გუშინ ბელორუსის ჩემპიონატმა სტარტი აიღო. პირველი ტურის მეორე შეხვედრაში ლაშა შინდაგორიძისა და გეგა დიასამიძის სოლიგორსკის შახტიორმა ჟოდნოს ტორპედოს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ. შინდაგოდიძემ სრულად ითამაშა, ხოლო დიასამიძე მეორე ტაიმის სტარტზე პოდსტრელოვმა შეცვალა. სტუმართა შემადგენლიბაში სრულად ითამაშა ბათუმის დინამოს ყოფილმა ნახევარმცველმა გაბრიერლ რამოსმა, რომელიც სადებიუტო შეხვედრაში ბრწყინვალედ გაისარჯა და 91-ე წუთზე ტორპედოს შესანიშნავი გოლით მოაგებინა.

24 წლის ნახევარმცველი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ბათუმის დინამოს შადგენლიბაში გამოდიოდა. ბრაზილიელმა 56 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლის გატანა მოახერხა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ