გაგამარუ ბაშოს მოეხსნა და საკუთარი სკოლის გახსნას გეგმავს

0
12

ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი კიუშუ ბაშოდან ჩაეხსნა. როგორც ცნობილია, მას მუხლიდან 3 ლიტრი სითხე ამოუღეს.

სეზონის ბოლო ბაშოზე განცდილი კრახის შემდეგ, ჩვენებური ელიტადან გავარდება და ახალ სეზონს მაკუშიტაში დაიწყებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა მან ინტაი (კარიერის დასრულება) გადაწყვიტოს და საკუთარი სკოლის გახსნაზე დაიწყოს ფიქრი.

სკოლის დაარსებისთვის მას იაპონიის მოქალაქეობა და სოლიდური თანხა სჭირდება. ბევრი მიიჩნევს, რომ ტრავმირებული გაგამარუ კიუშუ ბაშოზე სწორედ ფინანსური სარგებლის მიღების გამო გავიდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ