გამოღვიძება ქართულ საკლუბო ფეხბურთში?

3
6111

ქართულ ფეხბურთში სატრანსფერო მიდი-მოდი გრძელდება, კონკრეტული გუნდების მხრიდან არის სასიკეთო ძვრები. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ქართულ ფეხბურთს ნეგატივი აკლია, ამ დრომდე კითხვის ნიშნებია ქუთაისის ტორპედოს მომავალთან დაკავშირებით.

ამ სტატიაში, ჩვენ შევეცდებით აშკარად სასიკეთო ტენდენციების შესახებ ვისაუბროთ. პირადად ჩემთვის, ევროტურირზე გამომსვლელი რამდენიმე გუნდის აქტიურობამ, ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული პერიოდის ასოციაცია გამოიწვია. საუბარია, საქართველოს ჩემპიონატის 2011-12, 2012-13 და 2013-14 წლების სეზონებზე, ამ პერიოდში, ზესტაფონის ზესტაფონმა, თბილისის დინამომ და გორის დილამ საერთო ჯამში 5-ჯერ ითამაშა ევროპა ლიგის ფლეი-ოფში.

ხსენებული წლების მსგავსად, აშკარად სასიკეთო ძვრებია, კლუბებში ინვესტიციების დაბანდებასთან მიმართებაში და დიდი იმედი გვაქვს, ამ პერიოდში კლუბები ბევრად უკეთ აითვისებენ იმ ინვესტიციებს, რაც იმის წინაპირობა იქნება, რომ შედეგებიც გაცილებით უკეთესი დადგება ვიდრე იყო წინა პერიოდში.

როდესაც სასიკეთო ტენდეციებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ წინა სეზონის მსგავსად, CRYSTALBET ეროვნულ ლიგას რამდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდა, ეროვნული ნაკრების გამოცდილებით.

მხოლოდ, გიორგი ჭანტურიას და სანდრო კობახიძის დაბრუნება რად ღირს. იმის თქმაც თავისუფლად შეგვიძლია, რომ ლეგიონერების რაღაც ნაწილის ჩამოსვლა თავშივე გამართლებულია, რაც აქამდე წარმოუდგენელი გახლდათ.

ნიგერიელი, ცენტრალური მცველი მსოფლიოს ჩემპიონატის გამოცდილებით გოდფრი ობოაბონა, 17 წლის ბრაზილიელი ტალანტი ჟულიო ვინისიუსი, ტოგოს ნაკრების ფეხბურთელი საიმონ ბენიო, ჰოლანდიელი ფეხბურთელები ერედივიზიონში თამაშის გამოცდილებით და ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი ტრანსფერი, 30 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი რეინალდო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის გამოცდილებაც გააჩნია.

 

3 კომენტარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ