გაუტყდა!

0
80

გერმანული გამოცემა ZDF სკანდალურ რეპორტაჟს აქვეყნებს. ZDF ჩოგბურთში მაფიის არსებობასა და გარიგებულ მატჩებზე საუბრობს.

მათი ცნობით, ბელგიური სამართალდამცავი ორგანო საქმეს უკვე იძიებს, სადაც 130-ზე მეტი ჩოგბურთელის სახელიც ფიგურირებს, მათ შორის კი ერთ-ერთი მათგანი ტოპ 30-დან არის, რომელსაც ATP-ის სამი ტიტული აქვს მოგებული.

Tennis-circus.com-ის ცნობით, საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელი და გვარი ფიგურირებს. იტალიური გამოცემა ქართველ ჩოგბურთელს გარიგებულ მატჩებს უკავშირებს და ამბობს, რომ შესაძლოა, გამოძიების ერთ-ერთი “გმირი” სწორედ ბასილაშვილი იყოს.

ცხადია აღნიშნული ინფორმაცია ქართულ სპორტულ ვებ-გვერდებზე მალევე გავრცელდა. მართალია წყარო მითითებული იყო, თუმცა ქართველ ჩოგბურთელს სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნება არ დაზარებია, რომელშიც ნათლად აფიქსირებს, რომ სხვადასხვა საიტებმა ცრუ ამბავი გაავრცელეს.

ამ განცხადების ფონზე ქართველმა გულშემატკივრებმა ვებ-გვერდების უწმაწურად მოხსენიება დაიწყეს. არავის მოსვლია აზრად, რომ სტატია სხვა საიტზე განთავსდა და ჩვენმა კოლეგებმა უბრალოდ თარგმნეს.

ცუდია ის ფაქტი, რომ ბასილა თუნდაც მსგავს საქმეში ეჭვმიტანილია. ღრმა პატივისცემის მიუხედავად უნდა ითქვას, რომ ჭორებს ლეგენდებსაც უგორებენ და მედია მას აქტიურად აშუქებს, მაგრამ ვინმეს გახსოვთ მათი მსგავსი გამოხტომა?!

გახსოვთ რონალდუს პორტუგალიური პრესისთვის ასე მიემართა? მესის? ჯოკოვიჩს?!

“გულმშვიდად მოსმენა საყვედურისა იმის თვისებაა, ვინც ხშირად ღირსი ყოფილა ქების”.

ბასილაშვილის წარმატება ერის წარმატებაა, მაგრამ ფაქტია ქება – დიდება გაუტკბა!

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ