გენტის მწვრთნელმა ჩაკვეტაძე შეაქო

0
8

გენტმა ბელგიის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მათ “მეხელენთან” 3-0 იმარჯვეს.

მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იეს ტორუპმა თამაში შეაფასა და გიორგი ჩაკვეტაძეც ორი სიტყვით შეაქო.

,,მეორე ტაიმი გაცილებით უკეთ ჩავატარეთ. მატჩზე გავლენა არამარტო ძირითადი 11-ეულის ფეხბურთელებმა, არამედ სათადარიგოდან შემოსულმა მოთამაშეებმაც მოახდინეს. განსაკუთრებით მომეწონა გიორგი ჩაკვეტაძე, ქართველი მოედანზე მშვენივრად შემოვიდა.”-  განაცხადა ტორუპმა.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძემ გოლის ეპიზოდში დიდი როლი ითამაშა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ