გერმანელებმა მოსკოვი ამჯერად მაინც დაიპყრეს

0
12

ის რაც ჰიტლერმა ვერ მოახერხა, ლევერკუზენის ბაიერნის ფეხბურთელებმა მოახერხეს. უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის  მორიგ შეხვედრაში, გერმანელები მოსკოვის ლოკომოტივს ესტუმრნენ და საკმაოდ დამაჯერებლად 2:0 დაამარცხეს. ორ ბურთიანი უპირატსებით გამარჯვებისთვის პიტერ ბოშის ფეხბურთელებმა ჯგუფში მესამე ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდეს და ევროპა ლიგაზეც გააგრძელებენ გამოსვლას.

მატჩი მოსკოველებმა კარგად დაიწყეს და ტყუპი ძმები მირანჩუკების კომბინაცა გოლითაც დასრულდა, მაგრამ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, მაიკლ ოლივერმა, თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა. ამ მომენტიდან მალევე კი, გოლი ლოკომოტივის კარში გავიდა. კუთხურიდან ჩამოწედბული ბურთის შემდეგ, მოსკოველთა საჯარიმოში დიდი გაუგებრობა მოხდა. ედერმა ბურთი ჟამალეტდინოვს გაარტყა და ბურთი გილერმეს კარის ბადეში აღმოჩნდა. მსოკოველებს მალევე ჰქონდათ გათანაბრების შანსი. ალექსეი მირანჩუკი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ  ლუკას ჰრადეცკიმ საოცარი რეაქცია გამოავლინა, საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

მეორე ნახევარიც ბაიერნის უპირატესობით დაიწყო და 54-ე წუთზე  სვენ ბენდერმა ულამაზესი დარტყმით შეარხია მოსკოვის ლოკომოტივის კარის ბადე.

ამის შემდეგ, მატჩმა ოდნავ მოსაწყენი ხასიათი მიიღო და საინტერესო არაფერი მომხდარა.

საბოლოოდ, 2:0 და ლევერკუზენმა ევროპა ლიგა გაინაღდა. მოსკოვის ლოკომოტივმა კი, ერთი ტურით ადრე გაინაღდა ჯგუფში ბოლო ადგილი.

პარალელურ შეხვედრაში გალათასარაი ბრიუგე  ფრეს დასჯერდა-1:1

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ