გერმანიაში მსაჯებმა ძალიან დაგვჩაგრეს. დინამო ისევ დამარცხდა

0
67

ქართველი წყალბურთელების მორიგი მტკივნეული მარცხი!

თბილისის დინამო წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრაში გერმანულ ვასპო 98 ჰანოვერს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 14:18 დამარცხდა.

დინამომ მატჩი კარგად დაიწყო და საწყის პერიოდში 4:1 დავწინაურდით, მაგრამ გერმანელებმა მალევე მოახერხეს თამაშის დაქაჩვა. მეორე პერიოდში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი იყო, როდესაც 6:3 ზე შეტევა გავაფუჭეთ და მეოთხედის ბოლო ორ წუთში ჰანოვერმა ოთხი გოლი გაგვიტანა, საპასუხოდ კი მხოლოდ ერთი მიიღო.

მესამე მეოთხედი დინამომ ჩააგდო და სწორედ ამ პერიოდში ცუდმა თამაშმა განაპირობა ჩვენი გუნდის დღევანდელი მარცხი.

ჩვენების ბევრ შეცდომასთან ერთად, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მსაჯების უცნაური და მიკერძოებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც მატჩის შედეგზე სერიოზული გავლენა იქონია.  ამ საკამათო გადაწყვეტილებებმა ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად გატეხა.

საბოლოოდ, 14:18 და თბილისის დინამომ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი წააგო.

შეგახსენებთ, ქართულ კლუბს აღნიშნულ ტურნირზე ჯერ მოგება არ აქვს. მომდევნო მატჩს რევაზ ჩომახიძის გუნდი 3 მარტს საწყლოსნო კომპლექს ოლიმპიკში ფრანგული მარსელის წინააღმდეგ გამართავს.

გოლები: 1:0 ელაჩა; 1:1 კორუშიჩი; 2:1 ადეიშვილი; 3:1 ვაპენსკი; 4:1 ვაპენსკი; 4:2 მუსლიმი; 4:3 ვინკელჰორსტი; 5:3 შუშიაშვილი; 6:3 ვაპენსკი; 6:4 შიუცე; 6:5 ნაგაევი; 6:6 ნაგაევი; 7:6 ჯახაია; 7:7 ნაგაევი; 7:8 რადოვიჩი; 7:9 ნაგაევი; 8:9 ვაპენსკი; 8:10 რადოვიჩი; 8:11 რადოვიჩი; 9:11 ელაჩა; 9:12 შიუცე; 10:12 რურუა; 10:13 ბრგულიანი; 10:14 როტემუნდი; 11:14 ელაჩა; 11:15 რადოვიჩი; 11:16 შიუცე; 12:16 ჯახაია; 12:17 რადოვიჩი; 13:17 იმნაიშვილი; 14:17 ცრეპულია; 14:18 ნაგაევი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ