გია ცეცაძე: ბალტიისპირეთიდანაც მქონდა შემოთავაზებები

0
344

საფეხბურთო კლუბ საბურთალოდან დათხოვნის შემდეგ დღემდე გიორგი ცეცაძე უსაქმოდ იყო დარჩენილი, დღეს კი უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ გამოცდილი ქართველი სპეციალისტი უკრაინის პრემიერ ლიგის კლუბ ლვოვს ჩაიბარებს. ცეცაძემ ამ პოსტზე სომეხი შეცვალა.

ლვოვი უკრაინის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის გასავარდნ ჯგუფში  22 ქულით ბოლოს წინა ადგილზეა და პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

უკრაინულ გუნდთან კონტრაქტის გაოფიციალურების შემდეგ, გიორგი ცეცაძემ პირველი კომენტარი 90wuti.ge-სთან გააკეთა.

– ჯერჯერობით იმ დონის მწვრთნელი არ ვარ, რომ კიევის დინამომ ან დონეცკის შახტარმა შემომთავაზოს მუშაობა, ლვოვი ამ დონის გუნდი ნამდვილად არაა, მაგრამ კლუბში საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ამ ეტაპზე მთავარი დარჩენილ მატჩებში წარმატებული გამოსვლაა, შემდეგ კი ხელმძღვანელებთან ვისაუბრებ და სამომავლო გეგმებს დავსახავ.

ქართველი ფეხბურთელების დამატებას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

უკრაინის და საქართველოს ჩემპიონატი

რაც უნდა რთული მოსასმენი იყოს, ქართველებისთვის უკრაინის ჩემპიონატი გაცილებით მაღალი დონისაა. აქ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს, რაც დონეს მაღლა სწევს.

შემოთავაზებები სხვა კლუბებიდან

როგორც ვთქვი, ჯერ არ ვარ იმ დონის  მწვრთნელი, რომ დიდმა და ტრადიციულმა კლუბებმა მიმიწვიონ. მქონდა შემოთავაზებები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, მაგრამ ყველას ეს ვარიანტი ვარჩიე, -ამბობს გიორგი ცეცაძე.

შეგახსენებთ, გიორგი ცეცაძემ საქართველოს 19-წლამდელ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა, სამტრედია ისტორიაში პირველად გახადა საქართველოს ჩემპიონი და ვერცხლის მედალიც მოაპოვებინა.

ასევე, ის საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ