გიორგი შერმადინი: სერბეთთან მატჩისთვის მზად ვართ

0
21

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩს 23 თებერვალს ბელგრადში, სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ქართველმა კალათბურთელებმა პირველ შეხვედრაში შინაურ კედლებში შვიცარია დაძაბულ ბრძოლაში 96-88 დაამარცხეს.

სერბებთან დაპირისპირების წინ ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შერმადინმა მოახლოებულ მატჩზე მედიასთან ისაუბრა:

არ აქვს მნიშვნელობა, ჰყავს თუ არა სერბეთს ევროლიგისა და NBA-ს მოთამაშეები, ისინი მაინც ანგარიშგასაწევი მეტოქეები არიან. ფიზმომზადების მწვრთნელების წყალობით ყველაფერი კარგადაა, აქ უკვე რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ. სერბეთთან მატჩს მზადყოფნაში ვხვდებით,“-განაცხადა ქართველმა ცენტრმა.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ