გლდანში ახალი საფეხბურთო ცენტრი აშენდება

0
0

გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე  საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

მშეშენბლობას  საძირკველი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ქალაქ თბილისის მერმა კახი კალაძემ ჩაუყარეს. მათ მიწაში სიმბოლური კაფსულა ჩააგდეს.

პროექტის მიხედვით, გლდანის საფეხბურთო ცენტრში ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა, დამონტაჟდება მოედნის  250-ლუქსიანი განათება. ასევე, აშენდება 200-მაყურებელზე გათვლი ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ