გმირად ქცეული კურტუა. რეალი სუპერთასის გამარჯვებულია

0
17

 

მადრიდის რეალმ ახალი დეკადა მორიგი ტიტულით დაიწყო. ზინედინ ზიდანმა კი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 9-დან 9 ფიალი მოიგო.

ესპანეთის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში მადრიდული დერბი ვიხილეთ. „სამეფო კლუბი” „როხიბლანკოს” წინააღმდეგ. ძირითადი და დამატებით დრო ფრედ 0:0 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. პენალტები კი,  რეალის ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს.

სიმეონეს ბიჭებს მატჩის დამატებით დროში მოგება შეეძლოთ, როცა დანი კარვახალის შეცდომით ალვარო მორატა მეკარესთან პირისპირდ დარჩა, მაგრამ ფედერიკო ვალვერდემ საკუთარი გუნდი წითელი ბარათის ფასად გადაარჩინა.

საბოლოოდ, მადრიდის რეალი ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებულია და დიეგო სიმეონე ზინედინ ზიდანთან ისევ დამარცხდა. ამ მატჩის გმიად კი უდაოდ რეალის კარის დარაჯი ტიბო კურტუა უნდა დავასახელოთ.

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ