გოგა ბითაძე: G ლიგაში თამაში ჩემთვის კარგი პრაქტიკაა

0
12

2019 წლის დრაფტზე, ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე მე-19 პიკად აირჩია. მიუხედავად საკმაოდ მაღალი არჩევანისა, ნეიტ მაკმილანი ქართველ ცენტრს დიდი სათამაშო დროით არ ანებივრებს.

ამის გამო, ბითაძემ რამდენიმე მატჩი რანგით დაბალ, G ლიგაში ჩაატარა, სადაც შესანიშნავი მაჩვენებლები დააფიქსირა.

მასთან დაკავშირებით, პეისერსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სტატია გამოქვეყნდა:

,,-G ლიგაში თამაში ჩემთვის კარგი პრაქტიკაა. არ აქვს მნიშვნელობა სად ვთამაშობ, ყველგან 100%-ით ვიხარჯები. G ლიგაში NBA-ზე მაღალი ტემპია, რაც ჩემთვის უკეთესია. 

,,-აქ მოსვლამდე ველოდი, რომ ვარჯიშებზე უფრო მეტი აქცენტი იქნებოდა გაკეთებული, თუმცა NBA-ში  5 დღეში შესაძლოა 3 ან 4 თამაშის ჩატარება მოგიწიოს, რაც საკმაოდ რთულია.”-განაცხადა ბითაძემ.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ