გოგა ბითაძის მორიგი სასტარტო და მარცხი შარლოტთან

0
19

დომანტას საბონისისა და მაიკ ტერნერის არ ყოფნაში გოგა ბითაძემ ინდიანას სასტარტო შემადგენლობაში მეორე მატჩი დაიწყო. ზედიზედ, სამი მოგების შემდეგ,მისი გუნდი შარლოტთან 120:122 დამარცხდა.

გოგამ მოედანზე 31:48 წუთი ჩაატარა და 6 ქულა,11 მოხსნა(4 მეტოქის ფარზე) 4 დაფარება და 4 პასი მიითვალა.

ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ,რომ გოგამ ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა  ვადაზე ადრე 6 პერსონალური ჯარიმის გამო. ასე რომ, ამ მხრივ ქართველ ცენტრს სამუშაო აქვს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ