ბითაძის პირველი სასტარტო და დამარცხებული ჩიკაგო

0
16

დღეს,გამთენიისას   ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი ჩიკაგო ბულსს დაუპირისპირდა და 108:95 დაამარცხა.

ქართველი ტალანტი სასტარტო ხუთეულში  იყო და პარკეტზე გატარებულ 18:57 წუთში 9 ქულა,4 მოხსნა,3 ასისტი და 4 დაფარება მოაგროვა.

ამის მიუხედავად, გოგას პასივში 1 დაკარგვა და  6 პერსონალური ჯარიმა უნდა მიუთვალოთ,რის გამოც, მატჩს ნაადრევად გამოაკლდა.

სეზონის სტარტზე მიყოლებით სამი მარცხის შემდეგ, ინდიანამ ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ