გოგა ბითაძის 5 ქულა და 4 მოხსნა შარლოტის წინააღმდეგ

0
13

დღეს გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა შარლოტ ჰორნეტსი დამაჯერებლად, 119-80 დაამარცხა, სადაც საკუთარი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.

გოგას ანგარიშზე 12 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა, 1 გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება და 3 დაკარგვა იყო. გოგამ 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2-ვე საჯარიმო გამოიყენა.

მატჩის გამორჩეული მოთამაშე დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 21 ქულასთან და 15 მოხსნასთან ერთად 9 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

ინდიანა 34 გამარჯვებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზე იმყოფება.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ