გიორგი არაბიძე: მარტო მსაჯებს არ ვაბრალებ, მაგრამ მათი სიმპატიები ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგაა

0
90

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ,რომელიც საოცარი
ტექნიკითა და დრიბლინგით გამოირჩევა საქართველო სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებისა და
თურქული ადანასპორის ფეხბურთელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მისი  დებიუტი 2017 წლის 24 მარტს შედგა,
სერბეთის წინააღმდეგ თამაშში. იგი მოედანზე ოთარ კაკაბაძის ნაცვლად გამოჩნდა .სამწუხაროა ის
ფაქტი ,რომ გიორგი არაბიძეს 11 ოქტომბრის შემდეგ კოჭის ტრავმის
გამო არ უთამაშია . ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედანს  დაახლოებით 3-4 თვეში დაუბრუნდება.
90wuti.ge საქართველოს ნაკრებისა და თურქული ადანსპორის ფეხბურთელს დაუკავშირდა
და სანაკრებო ბატალიებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრო .

გიორგი, ტრავმის გამო ახალგაზრდულ ნაკრებში მნიშვნელოვანი მატჩები გამოტოვეთ. ახლა
როგორ გრძნობთ თავს და როდის დაუბრუნდებით მოედანს ?
-კარგად ვგრძნობ თავს და ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა.გართულება თუ არ იქნება ექვს
კვირაში დავიწყებ რეაბილიტაციას, გუნდს კი თებერვლის ბოლოს შევუერთდები.

საქართველოს  ახალგაზრდული ნაკრები საკმაოდ გამართულ და ტაქტიკურად სწორ ფეხბურთს თამაშობს
,მაგრამ წარმატებამდე თითქმის სულ მცირედი გვაკლდება .რა არის ეს მცირე,
გამოცდილება ?
-გამოცდილებაც და ბევრი რამ იმიტომ, რომ საერთაშორისო დონეზე გვიწევს თამაში კარგ
გუნდებთან რასაც ბიჭები არ არიან მიჩვეულნი .გარემო ეუცხოებათ ,რაღაც უშლით ხელს
,ბოლომდე გახსნილები იყვნენ .გამოცდილების ბრალიც არის, რადგან ნაკრებში თამაში
დიდი პასუხისმგებლობაა .
საფრანგეთთან და სლოვაკეთთან მატჩებში აშკარა იყო საქართველოს წინააღმდეგ
მსაჯების უხეში შეცდომები .თქვენც  როგორც ფეხბურთელი, როგორ შეაფასებდით ამ ეპიზოდებს ?
– ამაზე პოსტიც გავაკეთე .სულ ვიჩაგრებით .იმას არ ვამბობ ,რომ მარტო მსაჯებზე
გავიშვიროთ ხელი, მაგრამ სიმპატიები სულ ჩვენი მოწინააღმდეგების მხარესაა,რაც
გამაღიზიანებელია .
მიუხედავად,ზედიზედ სამი მარცხისა, ჩვენი გუნდი მაინც ინარჩუნებს ევროპის
ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებს .უშუალო კონკურენტებს საკუთარ მოედანზე
ვიღებთ .თქვენ  რას იტყვით ჩვენს  შანსებზე ?
– რა თქმა უნდა, შანსები გვაქვს ,ესეთი დამოკიდებულება და ესეთი ქულების დაკარგვა უფრო
დიდ მოტივაციას მოგვცემს მთელ გუნდს .ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ახლა
ეს ყველაფერი, პასუხისმგებლობაც და მონდომებაც გაორმაგებული იქნება .უბრალოდ უნდა
დავანახოთ ყველას და მათ ვისაც ვეთამაშებით ,რომ ადვილად საქართველოს ვერ გაივლიან
.საკუთარ კედლებში ყველასთან  უნდა ვლიდერობდეთ .
გიორგი ამ ეტაპზე თურქეთის პირველი ლიგის გუნდში თამაშობთ .ალბათ აქ დიდი ხანი
გაჩერებას არ აპირებთ .საინტერესოა თუ გაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბებიდან? 
– მაისამდე თურქეთში ვარ, სადაც სათამაშო პრაქტიკის გამო წამოვედი.  ეს ყველაზე
მნიშვნელოვანია ჩემთვის და ყველა ფეხბურთელისთვის .ღმეთის წყალობით,

თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაქვს ვარიანტები, თუმცა ამის შესახებ ჯერ არ მსურს
საუბარი .უბრალოდ ერთს ვიტყვი გადავალ ისეთ გუნდში ,სადაც
სულ ვითამაშებ.
-ბოლოს,ეროვნულ ნაკრებზე გკითხავ ,გვაქვს ისტორიული შანსი ,რომ მოვხვდეთ ევროპის
ჩემპიონატზე.შენ როგორ შეაფასებ ნაკრების შანსებს ?
– შანსები ყველასთან არის. მთავარია დამოკიდებულება ყველა თამაშის მიმართ და რწმენა
.ყველას გაცნობიერებული აქვს თუ რამხელა წარმატება იქნება საქართველოსთვის. მე
მჯერა თითოეული ფებურთელი მაქსიმუმს გააკეთებს ამ სიხარულისთვის.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ