გორგოძილა არჩევნებში აბუსერიძეს უჭერს მხარს

0
58

30 იანვარს სასტუმრო, ქორთიარდ მერიოტში  საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა გაიმართება.  პრეზიდენტობისთვის რაგბის კავშირის  მაღალი მიღწევების ყოფილი მენეჯერი ბაჩო ხურციძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და  რაგბის კავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე იბრძოლებენ.

დღეს, სოციალურ ქსელში ქართველი მორაგბეების, მათ შორის დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილის და სხვების ვიდეოები გავრცელდა,  სადაც ისინი მომავალ არჩევნებში მხარდაჭერას ირაკლი აბუსერიძეს უცხადებენ. ლეგენდარულმა ,,გორგოძილამ” კი, გადაცემაში, ,,სპორტი იმედზე”  ღიად გამოხატა თავისიი მხარდაჭერა ირაკლი აბუსერიძისადმი.

მივესალმები თუ კანდიდატები გაერთიანდებიან და თავიანთ გამოცდილებას ერთად მოახმარნენ რაგბის განვითარებას.  დაძლევენ არსებულ რეგრესს  და პროგრესისკენ წავლენ. თუ ეს გაერთიანება არ მოხდება, მაშინ მე მხარს ვუჭერ ირაკლი აბუსერიძეს. 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ