გროსოს დებიუტი, ინტერის ქამბექი და ნაპოლის კრიზისი

0
6

სერია ა-ს მორიგი ტური პარასკევ დღეს გამოტანილი შეხვედრით გაიხსნა, სადაც “მაპეიზე” სასუოლომ ბოლონიას უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. “ნეროვერდიმ” 3-1 იმარჯვა და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. შეხვედრაში თავი დუბლით ფრანჩესკო კაპუტომ გამოიჩინა.

გოლები: 1-0 კაპუტო, 2-0 ბოგა, 2-1 ორსოლინი, 3-1 კაპუტო

როგორც ჩანს, ვერც მწვრთნელის ცვლილება შველის ბრეშას, რომელიც ტორინოსთან საკუთარ მოედანზე უმოწყალოდ განადგურდა. შუა კვირაში ეუჯენიო კორინის ნაცვლად კი გუნდი ფაბიო გროსომ ჩაიბარა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონისთვის დებიუტი ცუდად დასრულდა. ვალტერ მაცარიმ ახალგაზრდა ვიზავი იოლად დაჩაგრა და ტურინელებმა შეხვედრა 4-0 მოიგეს.

გოლები: 0-1 ბელოტი(პენალტი), 0-2 ბელოტი(პენალტი), 0-3 ბერენგუერი, 0-4 ბერენგუერი

წინა ტურის მსგავსად ინტერმა ქამბექით იმარჯვა და დროებით გალიდერდა. ანტონიო კონტეს გუნდს შესაძლო 36 ქულიდან 31 აქვს და ამ ყველაფრით “ნერიაძური” საჩემპიონო ამბიციის ქონაზე მიგვითითებს.

გოლები: 0-1 ვერე(პენალტი), 1-1 ვესინიო, 2-1  ბარელა

არასტაბილურობა, რომელიც უკვე კრიზისს ემსგავსება. ნაპოლიმ მორიგი უღიმღამო შეხვედრა ჩაატარა და სერია ა-ში დარჩენისთვის მებრძოლ ჯენოას საკუთარ მოედანზე ნულოვანი ფრეთი გაეყარა. მიმდინარე კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოგების გამო დღის წესრიგში ანჩელოტის განთავისუფლებაც დადგა, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ისე რჩება როგორც არის, მაგრამ ვინ იცის,უკვე  სანაკრებო პაუზის შემდეგ ნეაპოლელებს მილანთან სხვა მწვრთნელი გაუძღვეს.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება დღეს ტურინში იუვენტუსსა და მილანს შორის შედგება.

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ