გულშემატკივრები: ტორპედოში ისევ კრიზისია

0
566

როგორც ჩანს, ქუთაისის ტორპედოში ისევ რთული ვითარებაა. ქუთაისური კლუბის გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელეს, რომელშიც წერია, რომ კლუბში ისევ მწვავე ფინანსური კრიზისია.

გთავაზობთ ქუთაისელი გულშემატკივრების განცხადებას.

 

ძალიან ვწუხვართ,რომ ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი მოვლენების ფონზე გვიწევს მოგაწოდოთ ცუდი ინფორმაცია.მიუხედავად იმისა,რომ გამოჩნდა ინვესტორი,რომელიც მზად არის ფეხზე დააყენოს “ქუთაისის ტორპედო”,ჯერ კიდევ არის პრობლემები,რაც გამოწვეულია იმით,რომ ჯერ კიდევ არ გადაუციათ გუნდი ოფიციალურად.გუნდში ისევ არის უმძიმესი ფინანსური კრიზისი.თვეებია ფეხბურთელებს და გუნდში დასაქმებულ ხალხს ხელფასი არ აუღია.ფაბიო მზად არის და მოუთმენლად ელის გუნდის გადაცემას,რომ თავის თავზე აიღოს ვალდებულება მაშინვე!
სამწუხაროდ გუნდის ოფიციალური მფლობელი ჯერ კიდევ ზაალ ჩაჩავაა..
შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე მანინო მოითხოვს გარანტიის ფურცელს სადაც დადასტურდება,რომ გუნდი მისი საკუთრებაა.
გთხოვთ დააჩქაროთ ეს პროცესი. “ქუთაისის ტორპედოს” უკან არა მარტო სახელი და ისტორიაა,მის უკან უამრავი ბავშვი და ოჯახი დგას.
სამწუხაროდ დგას საკითხი გუნდის ყოფნა-არყოფნის.
“ქუთაისის ტორპედო” უნდა გადარჩეს!!! ინვესტორი არსებობს!!! გუნდი უნდა გადასცენ!!! დრო ძალიან ცოტაა.სამწუხაროდ რამოდენიმე დღე..
კორონას დასრულების შემდეგაც გრძელდება სიცოცხლე!!!

ძალიან ვწუხვართ,რომ ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი მოვლენების ფონზე გვიწევს მოგაწოდოთ ცუდი…

Posted by We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო on ოთხშაბათი, 01 აპრილი, 2020

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ