გურამ კაშია ჩიხურასა და ბათუმის დინამოს მატჩს გამოეხმაურა

0
34

საქართველოს ნაკრების წევრმა გურამ კაშიამ ეროვნულ ლიგაში გამართულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

“მსგავსი რამ ყველა მატჩში შეიძლება მოხდეს. როცა ჰოლანდაში ვთამაშობდი მსაჯის შეცდომით ბევრი მატჩი წაგვიგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისიც ადამიანია და სწრაფად უწევს გადაწყვეტილების მიღება. მე ამ თამაშს ვუყურებდი, რადგან ჩიხურაში ჩემი ძმა თამაშობს და მან მითხრა, რომ ფლამარიონს არ შეხებია თუმცა,მაშინ როცა, მომენტი ვნახე აშკარად საწითლე ეპიზოდი იყო.

აღნიშნული მატჩის შემდეგ ბათუმის დინამოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მსაჯის გადაწყვეტილებები საეჭვო იყო. რის შემდეგაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და თქვა რომ, როგორც ბათუმის დინამო, ისე მსაჯი დაისჯებოდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ