გურამ სამუშია: სამტრედიაში მომავალშიც სიამოვნებით ვითამაშებ, მაგრამ ახლა წასვლა ვარჩიე

0
358

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, Crystalbet ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული სამტრედია, გასულ სეზონში გუნდის წარმატების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა გურამ სამუშიამ დატოვა. 25 წლის შემტევმა გასულ სეზონში სამტრედიას მაისურით 32 მატჩში 15 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი მიითვალა და ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

დღეს გაირკვა, რომ სამუშიამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამტრედია დატოვა. 90wuti.ge გურამ სამუშიას დაუკავშირდა და მას სამტრედიადან წამოსვლის მიზეზებზე ესაუბრა.

,, -სამტრედიაში კარგი სეზონი გავატარე და გასული სეზონი ნამდვილად გამორჩეული იყო ჩემს კარიერაში. სამტრედიელთა რიგებში მომავალშიც დიდი სიამოვნებით ვითამაშებ, მაგრამ ამ ეტაპზე ჯობდა კლუბი დამეტოვებინა. პირობებზე ვერ შევთანხმდით.

არის შემოთავაზება ეროვნული ლიგის კლუბიდან, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია.”

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ