გურასპაულის პრესკონფერენცია

0
7

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქართულ კალათბურთში მიმდინარე ამბებზე ჟურნალისტებს გაესაუბრა. როგორც იცით, ჩვენი ქვეყანა ევრობასკეტის მასპინძლობისთვის ემზადება და ამ მართლაც მნიშვნელოვანი ტურნირის წინ, ფიბამ საქართველოს ევროპის 20-წლამდელთა B დივიზიონის მასპინძლობა მისცა და როგორც ამბობენ, ეს იქნება გენერალური რეპეტიცია დიდი ფორუმის წინ, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.

20 წლამდელთა ჩემპიონატი 10-19 ივლისის ფარგლებში გაიმართება და საქართველოს დედაქალაქს 22 ნაკრები ეწვევა. ჩვენი მიზანი A დივიზიონში  გადასვლა იქნება- ამბობს პაატა გურასპაული.

მან ასევე დაადასტურა, რომ ილიას ზუროსი კვლავ ნაკრების მწვრთნელი იქნება და აუცილებლად აშენდება ახალი დარბაზი, თუმცა ჯერ უცნობია მისი ტერიტორია და ესეც მალე გაირკვევა.

ნატურალიზებული მოთამაშე? – ჯერ ძალიან ადრეა და ამაზე საუბარი ძალიან რთულია.

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ