გუტი ალმერიას უთავკაცებს

0
10

 

მადრიდის რეალის და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი ხოსე მარია გუტიერესი ალმერიას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამ ინფორმაციას ანდალუსიელთა ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, 43 წლის ესპანელი სპეციალისტი რეალის  ბავშვთა გუნდს ავარჯიშებდა და ასევე ბეშიქთაშის თავკაცის ასისტენტად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ გუტიმ სამეფო გუნდთან ერთად 15 ტიტული მოიგო.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე ალმერიას სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი უჭირავს და ერთპიროვნულ ლიდერ კადისს  10 ქულით ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ