დავით ხავთასი: „მსაჯს ერთი კარში არ დაურტყამს ჩვენთვის“

0
57

წყალბურთის გუნდმა თბილისის დინამომ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი წააგო. ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრაში ქართული გუნდი გერმანულ ვასპო 98 ჰანოვერს დაუპირისპირდა და 14:18 დამარცხდა.

ამ მატჩში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მსაჯთა ძალიან საკამათო გადაწყვეტილებები, რომლებმაც მატჩის შედეგზე სერიოზული გავლენა იქონია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ვეტერან ქართველ წყალბურთელს, წყალბურთის მწვრთნელს დავით ხავთასს დავუკავშირდით.

ბიჭებს მადლობას ვეტყვი ბოლომდე ბრძოლისა და თავდადებისთვის. რაც შეეხება მსაჯობას, მსაჯი წყალში არ ჩასულა და ჩვენს კარში არ დაურტყამს, თორემ ისე ყველაფერი გააკეთა,“ – აღნიშნა დავით ხავთასმა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ