დავით ხავთასი: რუსეთთან „ქართული ჯიგარით” უნდა მოვიგოთ

0
40

ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში. საქართველო-რუსეთი. მატჩი, რომელიც ქართული წყალბურთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. მატჩი, რომლის მოგების შემთხვევაშიც ისტორიას დავწერთ და ავტომატურად მოვიპოვებთ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

აღნიშნულ შეხვედრაში ფავორიტი რა თქმა უნდა, რუსეთია, მაგრამ ბიჭების შემართება და „ქართული ჯიგარი” არის ის, რამაც ეს მატჩი უნდა მოგვაგებინოს.

მატჩის წინ, 90wuti.ge ვეტერან წყალბურთელს და მწვრთნელს დავით ხავთასს დაუკავშირდა.

ამ ბიჭებმა ფრანგებთან გამარჯვებით უკვე დაწერეს ისტორია და ჩვენს ქვეყანას დიდი გამარჯვება მოუტანეს. რუსეთი ძალიან ძლიერი გუნდია და ჩვენთან ფავორიტებად მიიჩნევიან, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, თითოეული მოთამაშე წყალში საომრად ჩავა და არაფერს დაზოგავს ამ მატჩში წარმატებისთვის. ეს თამაში  „ქართული ჯიგარით” უნდა მოვიგოთ.  

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ