დავით ხავთასი: ქართული წყალბურთი პროგრესირებს და დღეს ეს უნდა დავამტკიცოთ

0
60

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები  დაახლოებით ერთ საათში ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი უპრინციპულეს შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე რამდენიმე ხნით ადრე, ჩვენ წყალბურთის ექსპერტს, ვეტერან ქართველ წყალბურთელს და მწვრთნელს დავით ხავთასს დავუკავშირდით.

-ქართული წყალბურთი განვითარების სწორ გზაზე დგას და ამის დასტურია, რომ ზედიზედ მეოთხედ ვასპარეზობთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. საკმაოდ რთული ჯგუფში მოვხვდით. იტალია საერთოდ ტურნირის მთავარი ფავორიტია. იგივე შეიძლება ითქვას საბერძნეთის შესახებაც. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ მეტოქეს. საფრანგეთი ჩვენზე არაფრით უკეთესი გუნდია და დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს ჩადებენ დღევანდელ შეხვედრაში წარმატების მისაღწევად. ასევე, ძალიან მეიმედება ჩვენი ნაკრების უაღრესად გამოცდილი თავკაცის, მსოფლიო წყალბურთის ლეგენდის რევაზ ჩომახიძის.

მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოში წყალბურთი უფრო პოპულარული ხდება და ვითარდება. ასე რომ, ეს პროგრესი დღევანდელ მატჩში უნდა გამოჩნდეს და დარწმუნებული ვარ ესეც იქნება.

საქართველოსა და საფრანგეთის მატჩი 19:00 დაიწყება.

 

ფოტოს ავტორი: თაკო კიკალიშვილი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ