დარბაზში გარდაცვლილი მამა და ჩემპიონობა

0
57

ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს პირველობა დასრულდა. 29 თებერვალს კი ძალიან სამწუხარო რამ მოხდა.

ლუკა მარიამიძემ, რომელიც 74 კგ. კატეგორიაში გამოდიოდა, რამდენიმე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გააღწია. ნახევარფინალში ჭიდაობისას მას ტრიბუნებიდან მამა ქომაგობდა, რომელიც მოულოდნელად გულის შეტევით ადგილზევე გარდაიცვალა.

ლუკამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, თუმცა მის იქ გამოსვლას არავინ ელოდა. პირველ მარტს ფინალური შეხვედრები გაიმართა. მოულოდნელად, დილით დარბაზში მარიამიძე გამოცხადდა და განაცხადა, რომ ის აუცილებლად იჭიდავებდა.

ლუკა საღამოს ხალიჩაზე გავიდა, სუფთა გამარჯვება იზეიმა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. შემდეგ კი ემოციებს ვეღარ გაუძლო და ატირდა.

90wuti.ge უსამძიმრებს ღირსეულ სპორტსმენს და კაცს, ლუკა მარიამიძეს მამის გარდაცვალებას.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ