დიბალა თავის სტიქიაშია

0
7

სტატისტიკოსების გარდა ალბათ არც არავინ იცის თუ რამდენჯერ უჯობნია დონარუმას დიბალასთვის, თუმცა ფაქტი ერთია, რომ მილანის ყოველი სტუმრობა ტურინში “იუვეს”          10-იანის გოლის გარეშე არ სრულდება.

დიახ დღის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება, სწორედ ტურინში უნდა შემდგარიყო. მერე რა, რომ “როსონერი” ამჟამად კრიზისს განიცდის, ამ გუნდების მატჩს ყოველთვის განსაკუთრებული აფიშა და მოლოდინები აქვს.

რაც შეეხება შეხვედრას, სეზონში მინიმალური ანგარიშით მე-11 მოგება იზეიმა. იუვეს უჭირს, მაგრამ იგებს და გამარჯვების გოლის ავტორი სწორედ სათაურში ნახსენები არგენტინელი დიბალა გახლავთ, რომელიც მოედანზე მატჩის 55-ე წუთზე რონალდოს ნაცვლად გამოჩნდა.

ამ მოგებით იუვენტუსმა ლიდერობა დაიბრუნა და ინტერს, როგორც ტურამდე ახლაც იმავე ერთი ქულით უსწრებს. მილანზე კი ის ითქვმის, რომ თუ ასე მოტივირებულად ითამაშებენ, მძიმე სურათის მიუხედავად, შესაძლოა გაბრძოლება მათგანაც ვიხილოთ.

იუვენტუსი 1-0 მილანი

გოლი: პაულო დიბალა 77

იუვენტუსი: შჩესნი, კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, სანდრო, ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი(რაბიო 70), ბერნარდესკი(კოშტა 61), იგუაინი, რონალდუ(დიბალა 55)

მილანი: დონარუმა, კონტი, დუარტე, რომანიოლი, ტეო, პაკეტა(რებიჩი 85), ბენასერი, კრუნიჩი (ბონავენტურა 61), სუსო, პიონტეკი(ლეაო 66), ჩალხანოღლუ

სხვა შეხვედრები

კალიარი 5-2 ფიორენტინა

ლაციო 4-2 ლეჩე

უდინეზე 0-0 სპალი

სამპდორია 0-0 ატალანტა

პარმა 2-0 რომა

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ