დიდიე ოვონო: დინამო მუდამ ჩემს გულშია

0
531

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში არაერთ ლეგიონერს უთამაშია, მაგრამ ზოგი არც გვახსოვს, ზოგი გვახსოვს, მაგრამ საერთოდ რომ არ ყოფილიყო, არც მაგით დაშავდებოდა რამე. საბედნიეროდ, არიან ისეთი მოთამაშეებიც, რომლებმაც ქართველი გულშემატკივრების გულები კარგი თამაშით მოიგეს და შემდეგაც საკმაოდ კარგ ევროპულ გუნდებში გააგრძელეს საფეხბურთო კარიერა.

საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი და მეკარე  გაბონელი დიდიე ოვონო გახლდათ.  მან თბილისელთა შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნულ პანათინაიკოსთან, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში კი ქართული ფეხბურთის ფლაგმანი 0:3 დამარცხდა.

დინამოს შემდეგ ოვონო ფრანგულ „ლე მანში”,  „სოშოში”, ბელგიურ „ოოსტენდესა” და ბოლოს ფრანგულ „პარიზში” თამაშობდა.  37 წლის მეკარე გაბონის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 106 მატჩი აქვს ჩატარებული.

90wuti.ge  დიდიე ოვონოს დაუკავშირდა. ჩვენ მას თბილისის დინამოში გატარებულ პერიოდზე ვესაუბრეთ.

„თბილისის დინამო მუდამ ჩემს გულშია. ამ გუნდში გატარებული მცირე პერიოდი  ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტი იყო.

ერთ დღეს, როდესაც  მე კარიერას დავასრულებ, ბედნიერი ვიქნები, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი,“ – გვითხრა ოვონომ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ