დინამომ ჩემპიონობისთვის ბოლო ტურში აუტსაიდერს უნდა მოუგოს

0
30

საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს  ჩემპიონობას  ნახევარი ნაბიჯი აშორებს. CRYSTALBET ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში, თბილისის დინამო გორის დილას ესტუმრა და ძალიან დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა გორელებმა კარგად დაიწყეს და საწყის წუთებში უფრო აქტიურობდნენ კიდევაც, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. შიდა ქართლელების აქტიურობის მიუხედავად, გოლი  დინამომ გაიტანა. მატჩის 26-ე წუთზე ნიკა ნინუას ჩაწოდებული კუთხურის დროს, დილას მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი გამოსვლისას შეცდა და ლუკა რაზმაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ტაიმის მიწურულს კი, გორელთა მეკარემ მორიგი უხეში შეცდომა დაუშვა. ბურთის ამოტანისას პირდაპირ ნოდარ ქავთარაძეს მისცა პასი და დინამოელთა შემტევმაც საკუთარი გნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში თამაში არც თუ სანახაობრივი გამოვიდა და საინტერესო არაფერი მომხდარა, მაგრამ ბოლო წამებზე გორელებმა დინამო მაინც აანერვიულეს. ხოსე პერალესის შეცდომით, მიკოლა კოვტალიუკმა ისარგებლა და უკრაინელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბოლოოდ, 2:1 და თბილისის დინამომ ჩემპიონობისთვის ბოლო ტურში, ჩემპიონატის ბოლო ადგილოსან და უკვე გავარდნილ, ვიტ ჯორჯიას, უნდა მოუგოს.

მაგრამ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ვიტ ჯორჯია გავარდნის შემდეგ უფრო ათამაშდა და ბევრ გუნდსაც დააკარგვინა მნიშვნელოვანი ქულები.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ