დინამო არენას სალაროებში ბილეთების გაყიდვა დაიწყო

0
15

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩის, საქართველო-დანიის, ბილეთების გაყიდვა თბილისის „დინამო არენას“ სალაროებში დაიწყო. სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტ TKT.ge-ზე 25 აგვისტოდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.

8 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის „დინამო არენაზე“, საქართველოს ეროვნული გუნდი ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრაში დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

GFF.GE

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ